ლაუტარო “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს – პირობები ცნობილია
ლაუტარო “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს – პირობები ცნობილია.
თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი სრულად დათანხმდა ახალი კონტრაქტის პირობებს. “ინტერის” კაპიტანი კოპა ამერიკის შემდეგ კლუბის შტაბ-ბინაში მისვლისთანავე ახალ შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, ლაუტაროს ახალი კონტრაქტი 2028/2029 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი. არგენტინელი თავდამსხმელი წლიურად წმინდად 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მარტინესი “ინტერში” 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მას შემდეგ თავდამსხმელმა 282 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელშიც 129 გოლი გაიტანა და პარტნიორებს 43 საგოლე გადაცემა გაუკეთა.