ლაუტარო: ინტერს სჯერა ჩემი და ვცდილობ კლუბს ჩემი კარგი თამაშით გადავუხადო
მილანის “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა ისაუბრა იტალიის თასის ნახევარფინალში “მილანთან” დიდი მოგების შემდეგ.
ლაუტარომ თქვა, რომ ბედნიერია, რადგან მისმა გუნდმა მოახერხა მთავარი მეტოქის დამარცხება და კოპა იტალიის ფინალში გასვლა. მარტინესმა აღნიშნა, რომ ტრიბუნებზე მისი მშობლები იმყოფებოდნენ, ამიტომ გოლები მათ მიუძღვნა. თავდამსხმელმა დაამატა, რომ ინტერს სჯერა მისი, ამიტომ ცდილობს კლუბს თავისი კარგი თამაშით გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ ინტერმა მილანი 3-0 დაამარცხა. მარტინესმა ორი გოლი გაიტანა.