ლაუტარო: “ინტერი არასოდეს ნებდება: ჩვენ გვაქვს ხასიათი, გული და თავი”
ლაუტარო: “ინტერი არასოდეს ნებდება: ჩვენ გვაქვს ხასიათი, გული და თავი”
ინტერის კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ბაიერნთან საპასუხო მატჩის შემდეგ (2:2) კომენტარი გააკეთა.
“ეს თამაში დიდხანს გვემახსოვრება! “ინტერი” არასდროს ნებდება: ჩვენ გვაქვს ხასიათი, გული და თავი. გავუძელით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ დიდი რამის უნარი გვაქვს.
ნახევარფინალი ბარსელონასთან?
წინ სერიოზული დაპირისპირება გველის დიდ მეტოქესთან. ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე საამაყო ისტორია აქვს. მაგრამ ახლა შიდა ჩემპიონობაზე ვართ ორიენტირებული. მათზე ფიქრის დრო შემდეგ გვექნება“
ორი მატჩის საერთო ანგარიშით, ინტერი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბარსელონას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 29 აპრილს ესპანეთში, საპასუხო მატჩი კი 6 მაისს იტალიაში გაიმართება.
