ლაუტარო: “ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მილანი შავ-ლურჯია”


ლაუტარო: “ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მილანი შავ-ლურჯია”
მილანური დერბის შემდეგ ბომბარდირმა ლაუტარო მარტინესმა თავისი გუნდის წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.
არგენტინელი თავდამსხმელის 34-ე წუთზე გატანილმა გოლმა ინტერს სერია A-ს კვირას გამართულ მატჩში მილანთან გამარჯვება მოუტანა – 1:0. გასულ თვეში ნერაძურებმა იტალიის სუპერთასზე 3-0 დაამარცხეს მთავარი მეტოქეები.
წარმოუდგენელი ემოციები. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მილანი შავ-ლურჯია.
ლაუტარო მარტინესი
არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებამ მხოლოდ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი მოგების სურვილი. მინდა გავაგრძელო წარმატება მოედანზე ინტერთან ერთად.
ლაუტარო მარტინესი