“კორეა&კაზირაგი” რძალი მტრის ბანაკიდან
“კორეა&კაზირაგი” რძალი მტრის ბანაკიდან.
ინტერის არგენტინელი შემტევი და იტალიელი მოდელი კიარა კაზირაგი ქორწინდებიან.
სარძლოს მამა პიერლუიჯი კასირაგი იუვენტინოა. პიერლუიჯი იუვეში 4 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, 2 უეფას თასი და იტალიის თასი მოიგო.
კაზირაგის ქალიშვილი კიარა 22 წლისაა, ის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობს და მოდელად მუშაობს.
ქორწილის გამართვა მონცაში იგეგმება – სწორედ ამ ქალაქში დაიწყო გოგონას მამამ, პიერლუიჯი კაზირაგიმ კარიერა.