კორეა ინტერის ლაზარეთში მოხვდა
კორეა ინტერის ლაზარეთში მოხვდა.
ინტერმა დაკარგა კიდევ ერთი თავდამსხმელი – ხოაკინ კორეა დაშავდა. ნერაძურის პრესსამსახურის ცნობით, გამოკვლევის შედეგად კორეას მარცხენა მუხლის მყესის დაზიანება დაუდგინეს. 28 წლის არგენტინელის გამოჯანმრთელების დრო არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ხოაკინ კორეამ მონაწილეობა მიიღო სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ. არგენტინელი მეორე ტაიმში შეცვალეს – მან ადგილი ედინ ჯეკოს დაუთმო.
2022/2023 წლების სეზონში ხოაკინ კორეამ 11 მატჩი ჩაატარა. მათში თავდამსხმელმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინტერმა საკუთარ მოედანზე ბარსელონა 1-0 დაამარცხა.