კონტეს ტოტენჰემში ყოფილი კლუბის ფეხბურთელის ხილვა სურს


კონტეს ტოტენჰემში ყოფილი კლუბის ფეხბურთელის ხილვა სურს.
ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეუძლია მილანის ინტერიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის მოპარვა. Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიელს სურს სპურსის ბანაკში მიიწვიოს ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელიც გასულ ზაფხულს თავისუფალი ტრანსფერით შეუერთდა ნერაძურის რიგებს.
შეგახსენებთ, რომ ადრე ტოტენჰემმა ინტერს ივან პერიშიჩი მოპარა, რომელიც ანტონიო კონტეს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კონტემ მცველი ალესანდრო ბასტონის მიმართ ინტერესიც გამოიჩინა, მაგრამ იტალიელს ნერაძურის ბანაკში დარჩენა სურს.
აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუ შესაძლოა ზაფხულში გაიყიდოს ინტერის ფინანსური პრობლემების გამო.