კონტეს შემდეგ ინტერმა სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩი პირველად მოიგო

 კონტეს შემდეგ ინტერმა სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩი პირველად მოიგო
Digiqole Ad

კონტეს შემდეგ ინტერმა სერია A-ში ზედიზედ 9 მატჩი პირველად მოიგო.

მილანის “ინტერმა” ჩემპიონატში გამარჯვებების სერია შინ “ჯენოას” დამარცხებით (2:1) გააგრძელა.შავ-ლურჯები პირველ ტაიმში კრისტიან ასლანისა და ალექსის სანჩესის ორი გოლით დაკმაყოფილდნენ.

ინტერისთვის ეს სერია A-ში ზედიზედ მეცხრე მატჩია მოგებული – ეს პირველად მოხდა მოქმედი მწვრთნელის სიმონე ინძაგის დროს. მანამდე გუნდმა მიაღწია ზედიზედ ცხრა მოგებას 2021 წლის დასაწყისში – ანტონიო კონტეს დროს (ეს სერია 11 მატჩამდე გაგრძელდა).

დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ ინტერის უპირატესობა იუვენტუსთან 15 ქულამდე გაიზარდა, ფინიშამდე 11 ტურია დარჩენილი. 9 მარტს ინტერი სეზონის მთავარ აღმოჩენას – ბოლონიას დაუპირისპირდება.