კონსეისაო: “გვინდა ვიმოქმედოთ ინტენსიურად და რაც მთავარია – ჭკვიანურად”


კონსეისაო: “გვინდა ვიმოქმედოთ ინტენსიურად და რაც მთავარია – ჭკვიანურად”
“პორტოს” მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის “ინტერთან” საპასუხო მატჩზე ისაუბრა, იუწყება უეფას ოფიციალური საიტი.
ეს იქნება თანაბარი მატჩი, ძალიან რთული. მატჩი გუნდთან, რომელსაც ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ჩვენ ვიცნობთ მეტოქეს, მაგრამ ამავდროულად კარგად ვიცით, რისი უნარიც გვაქვს. გვინდა ვიმოქმედოთ ინტენსიურად, აგრესიულად და რაც მთავარია – ჭკვიანურად. ამ დონეზე ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, ვითამაშოთ ის თამაში, რომელშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვაქვს 90 წუთი იმისათვის, რომ ამ მატჩში ყველაფერი შევცვალოთ. ამისთვის, ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ჭკვიანები უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანი იქნება, თავდასხმაში არ ვიჩქაროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენები და ვითამაშოთ საჭირო დოზით აგრესიულად“
სერჟიო კონსეისაო