კომპიუტერულმა ალგორითმმა დაადგინა სერია A-ს მომავალი გამარჯვებული
სპეციალური მოდელის გათვლებით, ინტერი კონკურენტებს სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლაში დაამარცხებს.
პროგნოზისთვის გამოყენებული იქნა Sky Sport Italia Sky Calcio Club პროგრამა, რომელსაც შეუძლია შედეგების გამოთვლა მრავალი ალგორითმის საფუძველზე.
კომპიუტერული გამოთვლების შედეგები კი ასეთია:
- ინტერი 82 ქულით პირველ ადგილს დაიკავებს.
- მილანი 79 ქულით მეორე იქნება.
- ნაპოლი 77 ქულით დახურავს სეზონს.
სისტემამ ასევე დაადგინა, რომ ნერაძური 35-ე რაუნდის ბოლოს მეტოქეს გაუსწრებს.
იტალიის ჩემპიონატში 32 ტურის შემდეგ მილანი 68 ქულით ლიდერობს. ინტერსა და ნაპოლის ორი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ნერაძურებს, ნეაპოლინელებისგან განსხვავებით, დამატებითი თამაში აქვთ.