კლაუდიო რანიერი ინტერზე საუბრობს
კლაუდიო რანიერი ინტერზე საუბრობს.
მილანის ინტერის ყოფილი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თვლის, რომ ნერაძურის ხელმძღვანელობა უნდა იყოს მომთმენი და ენდოს ამჟამინდელ მწვრთნელ სიმონე ინძაგის.
როგორც ჩანს, ინტერში ყველაფერი აირია დერბიში დამარცხების შემდეგ. მათ დააბრუნეს ლუკაკუ, მაგრამ მაშინვე დაკარგეს ტრავმის გამო. ინძაგის დრო სჭირდება.
კლაუდიო რანიერი
მწვრთნელი კლაუდიო რანიერი თვლის, რომ ივან პერიშიჩის წასვლამ სიმონე ინძაგის გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა.
ინტერმა მთავარი ფეხბურთელი დაკარგა. პერიშიჩი მეტოქეს ეკალი იყო, კარგად უტევდა, კარგად იცავდა და ფლანგზე რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა.
კლაუდიო რანიერი
შეგახსენებთ, რომ ინტერის ხელმძღვანელობა სიმონე ინძაგის გათავისუფლების ვარიანტს განიხილავს, რადგან გუნდმა იტალიის ჩემპიონატის სასტარტო 7 ტურში სამი მარცხი უკვე განიცადა.