კივუმ ინტერის ზედიზედ მესამე გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა

 კივუმ ინტერის ზედიზედ მესამე გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა
სმარტუნიონი

კივუმ ინტერის ზედიზედ მესამე გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა.

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ სერია A-ს „კალიარისთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ნერაძურიმ“ სამი ქულა ლაუტარო მარტინესისა და ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს მიერ მე-9 და 82-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით მოიპოვა.

კალიარიმ ტაქტიკური ცვლილებით ცოტა გაგვაკვირვა, თუმცა ჩვენი პრინციპები იგივე დარჩა და ადრეული გოლის გატანაც შევძელით. უფრო ადრე გვქონდა შესაძლებლობა, რომ ლიდერობა კიდევ უფრო გაგვემტკიცებინა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მეტოქეს ცოტა იმედი მივეცით. საბედნიეროდ, საბოლოოდ მოვახერხეთ გამარჯვება და ბედნიერი ვარ.

ხუთი ტურის შემდეგ ინტერს 9 ქულა აქვს და ამჟამად სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

ბოლოს დამატებული პოსტები