ხავიერ ძანეტი: “ინტერი ლუკაკუსაგან ასეთ ქცევას არ იმსახურებდა”
ხავიერ ძანეტი: “ინტერი ლუკაკუსაგან ასეთ ქცევას არ იმსახურებდა”
ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჩელსის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს.
ჩვენ ველოდით განსხვავებულ ქცევას მისგან მას შემდეგ რაც ინტერმა გააკეთა მისთვის. მას აქვს უფლება წავიდეს სადაც უნდა, ჩვენ ამას მივიღებდით, მაგრამ მხოლოდ თავის დროზე იყო საჭირო ამის შესახებ კლუბის გაფრთხილება. თუმცა, კლუბზე მნიშვნელოვანი ვერავინ იქნება.
ხავიერ ძანეტი
გავრცელდა ინფორმაცია , რომ იუვენტუსი აგრძელებს მოლაპარაკებებს ჩელსისთან ლუკაკუს ტრანსფერზე.
გასულ სეზონში 30 წლის ბალგიელი “ინტერში” იჯარით თამაშობდა. თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.