კესის ინტერში გადასვლა სურს
კესის ინტერში გადასვლა სურს.
ბარსელონას ნახევარმცველი ფრანკ კესი მზადაა კარიერა ინტერში გააგრძელოს.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ბარსელონა და ინტერი ფრენკ კესის და მარსელო ბროზოვიჩის გაცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გარიგება ჯერ შეთანხმებული არ არის, მაგრამ თავად ივუარელს სურს იტალიაში დაბრუნება და ნერაძურებთან კონტრაქტის გაფორმება, იუწყება ჟურნალისტი ალფრედო პედულა. katalonielebis 26 წლის ნახევარმცველს შემოთავაზებები ინგლისიდანაც აქვს, მაგრამ ინტერში გადასვლა მისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება.
ფრენკ კესი ბარსელონაში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე ის მილანის ფერებს იცავდა, რომლისთვისაც 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის ცნობით, ფეხბურთელის ღირებულება 35 მილიონი ევროა.