კასანომ ინტერი პორტოს წყვილში ფავორიტი დაასახელა


კასანომ ინტერი პორტოს წყვილში ფავორიტი დაასახელა.
ინტერის ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მილანის “ინტერისა” და “პორტოს” დაპირისპირებაში ძალთა ბალანსი შეაფასა.
პორტუ ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქეა. ინტერთან დაპირისპირებაში პორტუგალიელები ფავორიტებად მიმაჩნია. მოახლოებული მატჩები ნერაძურისთვის ძალიან რთული იქნება. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შევცდები, როგორც ჩემი პროგნოზების უმეტესობაში.
ანტონიო კასანო
პირველი ბრძოლა მილანში ოთხშაბათს, 23 თებერვალს გაიმართება. თბილისის დროით 00:00 საათზე. საპასუხო მატჩი 14 მარტს პორტუგალიაში გაიმართება.