კასანო უკმაყოფილოა ინტერის თამაშით ბარსელონას წინააღმდეგ
კასანო უკმაყოფილოა ინტერის თამაშით ბარსელონას წინააღმდეგ.
მილანის ინტერის ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის “ინტერსა” და კატალონიურ “ბარსელონას” მატჩის შედეგზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა.
მნიშვნელოვანი გამარჯვება, ეს არის მთავარი. ინტერი თითქმის მთელი 90 წუთის განმავლობაში დაცვაში იყო. “ბარსელონა” მოედანზე დომინირებდა, თანაც, კატალონიელთა სასარგებლოდ მკაფიო პენალტი არ დაუნიშნავთ. მასპინძლებმა კი მხოლოდ ორი ნორმალური შეტევა გააკეთეს, რომელთაგან ერთში ჩალჰანოღლუმ გაიტანა. “ინტერის” თამაში არ მომეწონა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი დავრჩი.
ანტონიო კასანო
სამი ტურის შემდეგ მილანური კლუბი C ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო კატალონიელები მესამეზე.