კასანო: “ინტერმა ინძაგი უნდა გაათავისუფლოს”

 კასანო: “ინტერმა ინძაგი უნდა გაათავისუფლოს”
Digiqole Ad

კასანო: “ინტერმა ინძაგი უნდა გაათავისუფლოს”

იტალიელი ანტონიო კასანო თვლის, რომ მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი უნდა გაათავისუფლოს.

კლუბში რაღაც სისულელე ხდება. მათ სჯერათ ინძაგის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის და იგნორირებას უკეთებენ სერია A-ში წარუმატებლობას. მიუღებელია ინტერისთვის ასეთი თამაში ჩემპიონატში. ვფიქრობ, ამის შემდეგ ინძაგი უნდა გაათავისუფლონ.

ანტონიო კასანო

იტალიის ჩემპიონატის 36 ტურის შემდეგ ინტერი სატურნირო ცხრილში მესამეა. ინძაგის გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდებიან.