კასადეისთვის ბრძოლას ფრანგული კლუბი შეუერთდა
კასადეისთვის ბრძოლას ფრანგული კლუბი შეუერთდა.
მილანის ” ინტერის ” ნახევარმცველ ჩეზარე კასადეის კიდევ ერთი პრეტენდენტი ჰყავს. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ახალგაზრდა ნიჭის შეძენით ფრანგული ნიცაც არის დაინტერესებული .
აღსანიშნავია, რომ ლუსიენ ფავრის გუნდი შესაძლო ტრანსფერზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინტერთან. “ნერაძური” ფეხბურთელთან განშორებას 10-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ მზად იქნება. ამავდროულად, ნიცა მზადაა გარიგებაში უკან გამოსყიდვის უფლება შეიტანოს.
