კასადეის გაყიდვის შემდეგ ინტერი აკანჯის შეძენას შეეცდება
კასადეის გაყიდვის შემდეგ ინტერი აკანჯის შეძენას შეეცდება.
ახალგაზრდა ნახევარმცველის ჩეზარე კასადეის ჩელსიში გაყიდვამ შესაძლოა მილანის ინტერს დორტმუნდის ბორუსიას მცველის მანუელ აკანჯის შეძენაში დაეხმაროს. ამის შესახებ იტალიელი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
წყაროს ცნობით, კასადეისთვის მიღებული 15-20 მილიონი ნერაძურებს აკანჯისთვის ბრძოლაში ხელებს გაუხსნის. შვეიცარიელი ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის ბოლო სამიზნეა სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილი პერიოდისთვის.
შეგახსენებთ, რომ ინტერს სჭირდება ცენტრალური მცველის შეძენა ანდრეა რანოკიას ნაცვლად, რომელიც ამ ზაფხულს მონცაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.