კარლოს აუგუსტო ინტერის ფეხბურთელია


კარლოს აუგუსტო ინტერის ფეხბურთელია.
24 წლის ბრაზილიელი ახალ კლუბში იჯარით ითამაშებს. ინტერს ექნება გამოსყიდვის ვარიანტი, რომელიც შესაძლოა სავალდებულო გახდეს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ინსაიდერების ინფორმაციით, ფეხბურთელის შესყიდვა ინტერს 13 მილიონი ევრო დაუჯდება, პლუს ბონუსები.
24 წლის ბრაზილიელმა კარიერა კორინთიანსში დაიწყო. 2020 წლის სექტემბერში ის მონცას ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მისთვის 4,2 მილიონი ევრო გადაიხადა.
გასულ სეზონში აუგუსტომ ბმონცას მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.