კაპელო: “ინტერმა თავის დროს მესი შეაჩერა და ახლა იამალსაც გააჩერებენ”

 კაპელო: “ინტერმა თავის დროს მესი შეაჩერა და ახლა იამალსაც გააჩერებენ”
სმარტუნიონი

კაპელო: “ინტერმა თავის დროს მესი შეაჩერა და ახლა იამალსაც გააჩერებენ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერი ბარსელონას დაუპირისპირდება. ამ დაპირისპირებაზე ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა.

როცა ინტერმა ტრიპლეტი მოიგო, მესი გააჩერა, მათ შეუძლიათ იამალის შეჩერებაც. ნათელია, რომ ინძაგი არ დაუშვებს იამალს და რაფინიას მის წინ ბევრი სივრცე ჰქონდეთ. “ბარსელონას” ვარსკვლავები ზედმეტად კარგები არიან ღია თამაშში გაჩერებისთვის, ლევანდოვსკი კი მკვლელია საჯარიმოში. ყველაზე რთული ამოცანა ნახევარდაცვაში იქნება. პედრისა და დე იონგის კლასი ბარელას, ჩალანოღლუსა და მხითარიანის ხარისხისა და დინამიკის წინააღმდეგ. ბარსელონას ორი ნახევარმცველი ძალიან კარგად ახერხებს დაცვიდან შეტევაზე გადასვლას. მაგრამ არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, ინტერის ნახევარმცველებს ავირჩევდი. “ევროპის რამდენიმე გუნდს შეუძლია დაიკვეხნოს ასეთი კარგად ორგანიზებული ნახევარდაცით.

ბოლოს დამატებული პოსტები