კაპელო: “ინძაგი აპლოდისმენტებს იმსახურებს”

 კაპელო: “ინძაგი აპლოდისმენტებს იმსახურებს”
სმარტუნიონი

კაპელო: “ინძაგი აპლოდისმენტებს იმსახურებს”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებს, მას მოეწონა, როგორ დაამარცხა მილანის ინტერმა ლისაბონში ადგილობრივ ბენფიკას – “გველებმა” ორჯერ შეძლეს “არწივების” დახრჩობა და ახლა კაპელო თვლის, რომ სიმონე ინძაგი იმსახურებს აპლოდისმენტებს.

ინტერი იდეალური იყო, კომპლიმენტებს არ ვნანობ. სამწუხაროა, რომ ისინი ყოველთვის ასე არ თამაშობენ. ისინი მშვენივრად იყვნენ განლაგებულნი მოედანზე, ბენფიკამ ვერ იპოვა თავისი რიტმი, არ ელოდა იმას, რასაც შესთავაზეს. ინძაგი იმსახურებს აპლოდისმენტებს.

ფაბიო კაპელო

საპასუხო მატჩი მომავალ კვირას გაიმართება.

ბოლოს დამატებული პოსტები