კანტეს შეძენით დაინტერესებულნი არიან იუვენტუსი და ინტერი

 კანტეს შეძენით დაინტერესებულნი არიან იუვენტუსი და ინტერი
Digiqole Ad

კანტეს შეძენით დაინტერესებულნი არიან იუვენტუსი და ინტერი.

“ჩელსის” ნახევარმცველი ნგოლო კანტე 2023 წლის ზაფხულში შესაძლოა იტალიის ტოპ კლუბის მოთამაშე გახდეს, იტყობინება Repubblica.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელით ინტერესდებიან ინტერი და იუვენტუსი. ფეხბურთელს ჩელსისთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. ფეხბურთელს არ სურს ახალი ხელშეკრულების გაფორმება. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

კანტე ამჟამად მკურნალობს ტრავმას, რომელიც მან აგვისტოს სეზონის დასაწყისში მიიღო.