კამბიასო: “ინტერმა მენტალიტეტი შეიცვალა”
კამბიასო: “ინტერმა მენტალიტეტი შეიცვალა”
მილანის ინტერი, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ახალ სეზონში ძალიან წარმატებით გამოდის.
გუნდმა სამი მატჩიდან ორი მოიგო და შვიდი ქულა დააგროვა. ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ესტებან კამბიასო თვლის, რომ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შეძლო ფეხბურთელებში განსხვავებული მენტალიტეტის ჩანერგვა.
ინტერმა სამი მნიშვნელოვანი ქულა მიიღო. ახლა შეგვიძლია ძირითად მოთამაშეებს ცოტა დასვენების შსაძლებლობა მივცეთ. ვხედავ, რომ ფეხბურთელების მენტალიტეტი შეიცვალა, ისინი მიჩვეულები არიან გამარჯვებას, ეს ნორმალურია ნებისმიერი მატჩის წინ, ეს გონებრივი ზრდისა და ცნობიერების ამაღლების ნიშანია.
ესტებან კამბიასო