კასადეი ლონდონში ამ კვირაში ჩავა

 კასადეი ლონდონში ამ კვირაში ჩავა
სმარტუნიონი

კასადეი ლონდონში ამ კვირაში ჩავა, რათა ჩელსისთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

მილანის ინტერის ნახევარმცველი ჩეზარე კასადეი ლონდონის ჩელსიში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნერაძურებმა უკვე მიიღეს ლურჯების ოფიციალური სატრანსფერო შეთავაზება. გარიგება იქნება 15 მილიონი ევრო + 5 მილიონი ბონუსები.

აღსანიშნავია, რომ ჩელსისთან კონტრაქტის პირობებს, რომელიც 6 წელზე იქნება გათვლილი, თავად კასადეიმაც დაეთანხმა. წყაროს ცნობით, იტალიელი ლონდონში ამ კვირაში ჩავა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს.

კასადეისთვის რბოლაში ჩელსიმ ფრანგულ ნიცას და სასუოლოს გაუსწრო. იტალიელი თავის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.

ბოლოს დამატებული პოსტები