ჯუზეპე მეაცა ( სან-სირო ) დაინგრევა

 ჯუზეპე მეაცა ( სან-სირო ) დაინგრევა
Digiqole Ad

ჯუზეპე მეაცა ( სან-სირო ) დაინგრევა.

Corriere della Sera- ს ცნობით , რომში გაგზავნილი ინტერისა და მილანის ერთობლივი ანგარიში ითვალისწინებს მილანის ისტორიული სტადიონის დანგრევას.

სამი ცნობილი კოშკიდან მხოლოდ ერთი დარჩება, სადაც ძირითადად ორი კლუბის შტაბ-ბინა განთავსდება. დოსიეს მიხედვით, ახალი სტადიონი იქნება ორმაგი კოშკის შენობა, რომელშიც განთავსდება 17 სართულიანი ოფისები, 87 მეტრი სიმაღლე, 4 ათასი კვადრატული მეტრი, 12 მეტრი სიმაღლის საკონფერენციო ცენტრი, 68 ათასი კვადრატული მეტრი სავაჭრო ცენტრი. გარდა ამისა, სახურავზე აშენდება 9000 მეტრიანი „გასართობი სივრცე“, გარდა 2700 კვადრატული მეტრიანი სპორტის მუზეუმისა და 1300 კვადრატული მეტრის ფართობის სპორტული აქტივობის ცენტრისა.

2026 წლის Milan-Cortina-ს გახსნის ცერემონია გაიმართება დღევანდელ სტადიონზე, შესაბამისად, ინტერი და მილანი განაგრძობენ თამაშს თავიანთ ისტორიულ სახლში, ხოლო ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება მეზობლად, პარკინგით დაკავებული სივრცეში. პროექტი ღირებულებაა 1,2 მილიარდი.

სამუშაოები შეიძლება დაიწყოს 2024 წლის 1 იანვარს, როგორც მილანი და ინტერი იმედოვნებენ და დასრულდება 2030 წლის 31 ივლისს.