ჯუზეპე ბერგომი: “ბასტონი თუ წავა, გული დამწყდება”
ჯუზეპე ბერგომი: “ბასტონი თუ წავა, გული დამწყდება”
ინტერის ლეგენდა ჯუზეპე ბერგომი აკრიტიკებს მცველის ალესანდრო ბასტონის შესაძლო წასვლას მილანური კლუბიდან.
ისეთი მოთამაშეები, როგორიც ნიკოლო ბარელა და ალესანდრო ბასტონია, უბრალოდ კლუბთან არიან მიბმული. ალესანდრო თუ წავა გული დამწყდება. ფანივით ვლაპარაკობ, იმედია ხელმძღვანელობამ იცის რას აკეთებენ.
ჯუზეპე ბერგომი
ლეგენდამ ასევე კომენტარი გააკეთა გუნდიდან პერიშიჩის წასვლაზეც.
ინტერმა უკვე დაკარგა ივან პერიშიჩი. ბოლოს და ბოლოს, რობინ გოსენსი, რომელიც მას შეცვლის, სხვა ტიპის მოთამაშეა. ის უფრო თავდაცვით მოქმედებებს ასრულებს.
ჯუზეპე ბერგომი