ჯეკომ ინტერის გამო სამ კლუბს უარი უთხრა
ჯეკომ ინტერის გამო სამ კლუბს უარი უთხრა.
ბოსნიელი ცენტრფორვარდი, 36 წლის ედინ ჯეკო მილანის “ინტერის” დატოვებით არ არის დაინტერესებული. ნერაძურის ბანაკში დარჩენის მიზნით, ფეხბურთელმა ერთდროულად რამდენიმე შეთავაზება უარყო.
ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, ჯეკოს არ სურს იტალიის ჩემპიონატის დატოვება. ის კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს ინტერში თამაშს. შრომითი ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ივნისის ბოლომდე.
ედინი ინტერს 2021 წელს შეუერთდა რომადან. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ნერაძურის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.