ჯეკომ დროგბას რეკორდი გააუმჯობესა

 ჯეკომ დროგბას რეკორდი გააუმჯობესა
Digiqole Ad

ჯეკომ დროგბას რეკორდი გააუმჯობესა.

ინტერის თავდამსხმელი ედინ ჯეკო აგრძელებს თავისი გუნდისთვის სარგებლობის მოტანას, მიუხედავად ასაკისა.

ბოსნიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვიქტორია პილზენთან გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. როგორც Opta-მ აღნიშნა, ჯეკო გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე 2014 წლის შემდეგ (36 წელი და 180 დღე), რომელმაც ლიგის ერთ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. რვა წლის წინ დიდიე დროგბამ იგივე მოახერხა (36 წლისა და 259 დღს) ასაკში.

ედინ ჯეკომ მიმდინარე სეზონში ინტერში რვა მატჩი ჩაატარა, ყველა ტურნირზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.