ჯეკო კარიერის დასრულებას არ გეგმავს

 ჯეკო კარიერის დასრულებას არ გეგმავს

ედინ ჯეკო

სმარტუნიონი

ჯეკო კარიერის დასრულებას არ გეგმავს.

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა სათამაშო კარიერის დასრულებას.

ჯეკომ განუცხადა Sky Sport-ს, რომ ის ბედნიერია ინტერში, პენსიაზე გასვლაზე ჯერ არ ფიქრობს. ფეხბურთელს სჯერა, რომ ჯერ კიდევ ბევი შეუძლია.

36 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“ინტერი” 15 ტურის შემდეგ 30 ქულით მეხუთე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ სერია A მსოფლიო ჩემპიონატის გამო შეჩერდა, სეზონის განახლება 2023 წლის იანვრის დასაწყისში მოხდება.

ბოლოს დამატებული პოსტები