ჯეკო ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა
ჯეკო ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.
ინტერის თავდამსხმელი ედინ ჯეკო მზადაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
მანამდე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ახალი შეთანხმების პირობებზე, ხოლო მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯეკო კომპრომისზე წავიდა და დათანხმდა ინტერის შეთავაზებულ პირობებს. კონტრაქტი ორწლიანი კი არა, ერთ წელზე იქნება გათვლილი, როგორც ადრე ითხოვდა 37 წლის თავდამსხმელი, ხელფასი წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ევროა. კლუბს მხოლოდ გარიგების დადასტურება დარჩა.
მიმდინარე სეზონში ედინ ჯეკომ “ნერაძურის” შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გაუკეთა პარტნიორებს.