იუვენტუსი – ინტერი | სერია A 21-22 | N31

 იუვენტუსი – ინტერი | სერია A 21-22 | N31
Digiqole Ad

სერია A-ს 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი იუვენტუსისა და ინტერის დაპირისპირება იქნება.

ინტერს რომელმაც “ბიანკონერის” გული თებერვლის სუპერთასზე გაუტეხა, როდესაც ალექსის სანჩესმა მკვლელი დარტყმა მიაყენა დამატებითი დროის ბოლო წუთებში, მძიმე მარტი ჰქონდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა ლივერპულმა და სერია A-ში ბოლო შვიდი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

“ნერაძურის” რამდენიმე ვარსკვლავი ბოლო დროს მიუწვდომელია: ლაუტარო მარტინესს დაემართა კორონავირუსი, ნიკოლო ბარელა და მარსელო ბროზოვიჩი დაშავდნენ… მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, ყველა გამოჯანმრთელდა.

ტრავმა ასევე აღიდგინა ცენტრალურმა მცველმა სტეფან დე ვრიიმ. მაგრამ იტალიური მედია არ ჩქარობს მის სასტარტო შემადგენლობაში შეყვანას: ჰოლანდიელი ფორმაში ჯერ კიდევ არ არის ჩამდგარი. როგორც ჩანს, სიმონე ინძაგის სტარტში მცველის ჩართვის გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ დე ვრეი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, რანოკია ან დ’ამბროზიო ჩაანაცვლებს მას.

“ინტერმა” ბოლო ექვს შეხვედრაში არ იცის დამარცხების სიმწარე – ოთხი ფრე და ორი გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ 5 ტურის წინ ის ტიტულის დასაცავად ნამდვილი პრეტენდენტი იყო. ახლა სიტუაცია ცოტა უფრო რთული ჩანს. ამ დროისთვის ნერაძური მესამე პოზიციაზეა, ლიდერ მილანს ექვსი ქულით ჩამორჩება, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი თამაშით ნაკელბი აქვს ჩატარებული

რიცხვები და სტატისტიკა:

  • იუვენტუსმა ბოლო სამი შეხვედრიდან ორში 4 გოლი გაუშვა;
  • ინტერმა ბოლო სამ მატჩში სამჯერ გაიტანა;
  • გუნდებს შორის ბოლო ორი დაპირისპირება მატჩის ძირითად დროში ფრედ დასრულდა.