იტალიის პოლიციამ ქურდები დააკავა, რომლებმაც ჩალჰანოღლუს ბინა გაძარცვეს


იტალიის პოლიციამ ქურდები დააკავა, რომლებმაც ჩალჰანოღლუს ბინა გაძარცვეს.
თებერვლის დასაწყისში მილანის ინტერის ნახევარმცველის ჰაკან ჩალჰანოღლუს ბინა გაძარცვეს – საინტერესოა, რომ ეს ინტერისა და მილანის მატჩის დროს მოხდა, რომელშიც ნერაძური ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ ჟირუს ზედიზედ ორი გოლით დამარცხდა.
გუშინ იტალიის პოლიციამ საბოლოოდ დააკავა დამნაშავეები, ვინც ეს ჩაიდინა – ისინი იყვნენ ორი ხორვატი, 21 და 36 წლის. ჩალანოღლუს ბინის გარდა, მათ ასევე გაძარცვეს მონცას ფეხბურთელის სტეფანო სენსის, ასევე პოპულარული იტალიელი ბლოგერის კიარა ბიაზის სახლი.
ყველა ეს კრიმინალური ეპიზოდი მოხდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე.