იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში ყველაზე მეტი დასწრებაა ბოლო 20 წლის განმავლობაში

 იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში ყველაზე მეტი დასწრებაა ბოლო 20 წლის განმავლობაში
Digiqole Ad

იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში ყველაზე მეტი დასწრებაა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

კარგი ამბავი იტალიის სერია A-დან – მიმდინარე სეზონში მატჩების საშუალო დასწრების მხრივ პროგრესი ჩანს. ოცდაშვიდი ტურის შემდეგ თითოეულ მატჩს ესწრება საშუალოდ 29088 ადამიანი, ხოლო 21-ე საუკუნეში მეტი იყო მხოლოდ 2000/2001 წლების სეზონში, როცა რომამ მოიგო სკუდეტო. მაშინ თითოეულ მატჩს საშუალოდ 29 348 ადამიანი ესწრებოდა.

სერია A-ს ტოპ კლუბები დასწრების მხრივ არიან მილანი, ინტერი და რომა, თითოეული საშინაო მატჩში საშუალოდ 60000-ზე მეტ მაყურებელი ესწრება.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 1 აპრილს განახლდება. 28-ე ტურის მატჩში ინტერი შინ ფიორენტინას უმასპინძლებს.