ინტერვიუ ინტერის ყოფილ ცენტრალურ თავდამსხმელ რობერტო ბონინსენასთან

 ინტერვიუ ინტერის ყოფილ ცენტრალურ თავდამსხმელ რობერტო ბონინსენასთან
Digiqole Ad

ბოლონიაში დამარცხებამ “ინტერს” სკუდეტო ჩამოართვა?

არა, რადგან არითმეტიკა ამბობს, რომ “ინტერი” ჯერ კიდევ თამაშშია. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს გავურთულეთ ცხოვრება.

რობერტო ბონინსენა

რას ფიქრობთ რადუს შეცდომაზე?

სამწუხაროდ, ეს დღევანდელი ეპოქის ტენდენციაა. დღეს ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ მეკარეებმა ზედმეტად ბევრი უნდა ითამაშონ ფეხებით და ცდომილების მაჩვენებელი იზრდება. თამაშის იმ ეტაპზე ეს უკან პასი უსარგებლო იყო. ზოგჯერ საჭიროა შედეგის დასაცავად ბურთის წინ ამოტანა.

რობერტო ბონინსენა

როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ინტერი ბევრ შანსს ქმნის, მაგრამ ცოტას იყენებს?

მე არ დავაბრალებ ჯეკოს და ლაუტაროს, ისინი საკმარის გოლებს გაიტანენ ჩემი აზრით. მეტ პასუხისმგებლობას ნახევარდაცვაზე დავდებდი. ინტერი უნდა გაუმჯობესდეს, მაგალითად, შანსების შექმნის ეტაპზე.

რობერტო ბონინსენა

შუა ხაზი ძალიან არ არის დამოკიდებული ბროზოვიჩზე?

ბროზოვიჩი ძალიან ძლიერია, მაგრამ როდესაც ის დაცულია – როგორც გუშინ ღამით – ინტერს უჭირს თამაში და თავდამსხმელები იზოლირებულები რჩებიან. ჩვენ გვჭირდება გეგმა B.

რობერტო ბონინსენა

ახლა ნერაძური უდინეზეს დაუპირისპირდება. რას იტყვით ამ მატჩზე?

ინტერს არ შეუძლია და არც უნდა დაუშვას შეცდომა. ფრთხილად უნდა იყონ, უდინეზეს გამარჯვებამ ფიორენტინასთან შესაძლოა ფრიულიელებს ენთუზიაზმი და მხიარულება მისცეს.

რობერტო ბონინსენა

რას ურჩევდით ინძაგის და ინტერს ამ ბოლო ეტაპზე?

ჩემი რჩევა არ არის საჭირო. ინტერს მხოლოდ საკუთარი თავი და განრიგი აინტერესებს. მილანზე დაყრდნობა მხოლოდ ენერგიას წაართმევს. ნერაძური ყველა დარჩენილ მატჩს მოიგებს და მერე ვნახოთ, რა იქნება.

რობერტო ბონინსენა