ინტერში სჯერათ, რომ დიბალა მომავალ სეზონში შავ-ლურჯ მაისურს მოირგებს
ინტერში სჯერათ, რომ დიბალა მომავალ სეზონში შავ-ლურჯ მაისურს მოირგებს
ინტერის აღმასრულებელმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ კლუბი თავდამსხმელ პაულო დიბალას შეძენას ცდილობს.
“იმედი გვაქვს, რომ დიბალა მომავალ სეზონში “ინტერში” ითამაშებს”, – ციტირებს მაროტას სიტყვებს La Gazzetta dello Sport.
დიბალას იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება. თავდამსხმელმა უკვე განაცხადა, რომ კლუბს დატოვებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერი 28 წლის არგენტინელს ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს წელიწადში 7 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
დიბალამ მიმდინარე სეზონში იუვენტუსში 36 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.