ინტერში სიმონე ინძაგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს

 ინტერში სიმონე ინძაგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს
Digiqole Ad

ინტერში სიმონე ინძაგის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ კლუბში მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინსაიდერი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში იუწყება. წყაროს ცნობით, იტალიური გრანდის უფროსებმა გადაწყვიტეს 47 წლის მენტორს ახალი სამუშაო კონტრაქტი შესთავაზონ. კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება და ხელფასების გაზრდას ითვალისწინებს.

სიმონე ნერაძურის სათავეში 2021 წლის ივნისში დაინიშნა. მოქმედი კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. იტალიის ჩემპიონატში “ინტერი” თავდაჯერებულად ლიდერობს ცხრილს, ჩემპიონთა ლიგაში კი მეოთხედფინალში საგზურისთვის იბრძვის.