ინტერში გადასვლაზე თანახმობის შემთხვევაში მხითარიანი 2 მილიონი ევროს პრემიას მიიღებს

 ინტერში გადასვლაზე თანახმობის შემთხვევაში მხითარიანი 2 მილიონი ევროს პრემიას მიიღებს
Digiqole Ad

ინტერში გადასვლაზე თანახმობის შემთხვევაში მხითარიანი 2 მილიონი ევროს პრემიას მიიღებს.

“რომას” სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი მილანის “ინტერში” გადასვლას შემდეგ სოლიდურ პრემიას მიიღებს.

Calciomercato-ს ცნობით, 33 წლის სომეხი ფეხბურთელი მილანის გუნდიდან ორ მილიონ ევროს ხელმოწერის პრემიას მიიღებს. მხითარიანი სერიოზულად განიხილავს ინტერში გადასვლას. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ნახევარმცველი თავისუფალი აგენტი გახდება და მილანურ კლუბში უფასოდ წასვლას შეძლებს.

მიმდინარე სეზონში ჰენრიხ მხითარიანმა რომის შემადგენლობაში იტალიის ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა. ნახევარმცველმა 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.