ინტერს ტრანსფერებისთვის ფული არ აქვს

 ინტერს ტრანსფერებისთვის ფული არ აქვს

ინტერი

სმარტუნიონი

ინტერს ტრანსფერებისთვის ფული არ აქვს.

ჟურნალისტ ალფრედო პედულას თქმით, ინტერს არ აქვს ფული ახალი ფეხბურთელების შესაძენად.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტი ამჟამად ნულის ტოლია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ნერაძურებს ჯერ შესყიდვები არ გაუკეთებიათ. მილანელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ამ სეზონში თავდამსხმელი ხოაკინ კორეაა, რომელიც რომაული ლაციოდან გასულ ზაფხულს 23,6 მილიონ ევროდ გადავიდა.

ამ სატრანსფერო ფანჯარაში ინტერმა იჯარით გაგზავნა მეკარეები ფაბრიციო ბაგერია (ლივორნო) და იონუც რადუ (ოსერი), ასევე ფრანკო კარბონი (მონცა). კლუბს შესყიდვები არ გაუკეთებია.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 19 ტურის შემდეგ, ინტერი 37 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. შავ-ლურჯები ლიდერ ნაპოლის 13 ქულით ჩამორჩებიან.

ბოლოს დამატებული პოსტები