ინტერს სურს დიბალას შეძენა და ლაუტარო მარტინესის გუნდში შენარჩუნება
“ინტერის” აღმასრულებელ დირექტორს, ბეპე მაროტას, სურს პაულო დიბალა ლაუტარო მარტინესის გაყიდვის გარეშე შეიძინოს.
ტურინული გაზეთი Tuttosport იტყობინება, რომ ბეპეს სურს, რომ ორივე არგენტინელი იყოს გუნდში მომავალი სეზონის დასაწყისში. მაროტა მუდმივ კონტაქტზეა დიბალას აგენტთან ხორხე ანტუნთან და ცხადყო, რომ ნერაძური მიესალმება 28 წლის ფეხბურთელის გადასვლას, ხოლო ფეხბურთელი ასევე დაინტერესებულია ინტერში გადასვლით.
დიბალას სეზონში დაახლოებით 8 მილიონი ევრო უნდა, პლუს 2 მილიონი ევრო ბონუსები, რომლებზეც მას წინასწარ მოლაპარაკება ჰქონდა იუვენტუსთან. თუმცა, მაროტას სჯერა, რომ კლუბს შეუძლია დიბალას ხელმოწერა მარტინესის გაყიდვის გარეშეც.