ინტერს შეუძლია აკანჯის ყიდვა, თუ შკრინიარი წავა

 ინტერს შეუძლია აკანჯის ყიდვა, თუ შკრინიარი წავა
Digiqole Ad

ინტერს შეუძლია აკანჯის ყიდვა, თუ შკრინიარი წავა.

მცველი მილან შკრინიარის წასვლის შემთხვევაში ინტერმა შემცვლელი იპოვა. Bild-ის ცნობით, ნერაძურებს შეუძლიათ დორტმუნდის ბორუსიას მცველი მანუელ აკანჯი შეიძინონ.

წყაროს ცნობით, 26 წლის შვეიცარიელი გერმანულ კლუბთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებს, რომელიც 2023 წლის ივნისში ეწურება.

2021/22 წლების სეზონში აკანჯიმ ბორუსიაში 35 მატჩში 1 გოლი გაიტანა. პორტალი Transfermarkt.com ფეხბურთელის ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.