ინტერს შესაძლოა უეფამ სანქციები დაუწესოს

 ინტერს შესაძლოა უეფამ სანქციები დაუწესოს

ინტერი

სმარტუნიონი

ინტერს შესაძლოა უეფამ სანქციები დაუწესოს.

The Times-ის ჟურნალისტმა მარტინ ზიგლერმა განაცხადა, რომ უეფა ემზადება სანქციების გამოცხადებისთვის რამდენიმე ევროპული კლუბის წინააღმდეგ ფინანსური სამართლიანი თამაშის (FFP) დარღვევის გამო.

საუბარია 10 კლუბზე, რომლებმაც 2020/21 წლების სეზონში FFP დაარღვიეს. მათ შორის: იუვენტუსი, ინტერი და რომა. სიაში ინგლისური გუნდები არ არის.

“ინტერმა” და “რომამ” უეფასთან შესაძლო სანქციები განიხილეს. მათ ჯარიმები და ტრანსფერების შეზღუდვა ემუქრებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსმა უეფასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა. კლუბი ჯერ კიდევ არ არის ევროპული კლუბების ასოციაციის წევრი და ოფიციალურად არ დაუტოვებია სუპერლიგა. იგივე სიტუაციაშია ბარსელონაც. მადრიდის რეალი კი არანაირ სანქციას არ ემუქრება.

ასევე, უეფას შეუძლია დაისაჯოს პსჟ და მარსელი, მაგრამ იტალიური კლუბებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ ჯარიმებს მიიღებენ, ტრანსფერებზე შეზღუდვის გარეშე.

მომავალი სეზონიდან უეფამ შესაძლოა შემოიტანოს ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც კლუბებს ხელფასებზე, აგენტების საფასურსა და ტრანსფერებზე ხარჯვა შეეზღუდებათ.

ბოლოს დამატებული პოსტები