ინტერს სერია A-ში ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს სტუმრად გაშვებული გოლების მხრივ

 ინტერს სერია A-ში ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს სტუმრად გაშვებული გოლების მხრივ
სმარტუნიონი

ინტერს სერია A-ში ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს სტუმრად გაშვებული გოლების მხრივ.

მილანის “ინტერი” მიმდინარე სეზონის გასვლით მატჩებში არ არის ცნობილი დაცვის საიმედო თამაშით.

დღეს სიმონე ინძაგის გუნდი 26-ე ტურის მატჩში “სპეციასთან” დამარცხდა (1:2), რომელმაც ჩემპიონატის 13 გასვლით მატჩში მეექვსე მარცხი განიცადა. Get Italian Football News-ის ცნობით, ნერაძურებმა გასვლით მატჩებში 24 გოლი გაუშვეს, რაც მესამე საუკეთესოა სერია A-ში. ინტერის ქვემოთ ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრემონეზე და სალერნიტანაა, რომლებმაც 26-ჯერ გაუშვეს გოლი.

ინტერს 15 ქულით ჩამორჩება ლიგის ლიდერ ნაპოლის, ლუჩიანო სპალეტის გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

ბოლოს დამატებული პოსტები