ინტერს ორ ვარსკვლავი ლეგიონერი დატოვებს
ინტერს ორ ვარსკვლავი ლეგიონერი დატოვებს.
მილანის ინტერი ამ ზაფხულს ორ უცხოელ ფეხბურთელს დაშორდება. სოციალური მედიის ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩილელები არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი წამსვლელთა სიაში არიან.
მოთამაშეთა აგენტები უკვე ეძებენ ახალ კლუბებს თავიანთი კლიენტებისთვის. ვიდალს უკვე აქვს კარიერის გაგრძელების ვარიანტი ბრაზილიის ჩემპიონატში, სადაც მის მიმართ ინტერესს ფლამენგო იჩენს.
ალექსისმა გასულ სეზონში იტალიაში 27 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. არტუროს 28 მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს.