ინტერს მოუწევს ერთი მთავარი მოთამაშის გაყიდვა, რათა დააბალანსოს ფინანსები
ინტერს მოუწევს ერთი მთავარი მოთამაშის გაყიდვა, რათა დააბალანსოს ფინანსები.
ჯუზეპე მაროტამ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის განუცხადა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინტერს მოუწევს ერთი ლიდერის გაყიდვა.
ალესანდრო ბასტონი, მილან შკრინიარი და ლაუტარო მარტინესი ინტერის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან და ერთ-ერთმა მათგანმა შესაძლოა კლუბი დატოვოს სეზონის ბოლოს. ნერაძური ასევე ელოდება სტეფან დე ვრიისთვის შემოთავაზებებს, მაგრამ ჰოლანდიელი არ არის ისეთი ღირებული, როგორც მისი თანაგუნდელები.
გავრცელებული ინფორმაციით, ინძაგიმ ეს ამბავი კლუბის შეხვედრაზე გაიგო. ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, ინტერის მენტორი უკმაყოფილო ჩანდა და კლუბის ოფისი დატოვა, პრესასთან საუბარი არ ისურვა.