ინტერს ლინდელოფის იჯარით დამატება სურს

 ინტერს ლინდელოფის იჯარით დამატება სურს
სმარტუნიონი

ინტერს ლინდელოფის იჯარით დამატება სურს.

“ინტერი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველით ვიქტორ ლინდელოფით არის დაინტერესებული, იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა 28 წლის შვედს მილან შკრინიარის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც კონტრაქტის განახლებაზე უკვე თქვა უარი და პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა.

დი მარციო ამბობს, რომ ინტერს სურს ლინდელოფის შეძენა, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედი” ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდეს გარიგებას. თუ იტალიური კლუბი ვერ შეძლებს შვედი ფეხბურთელის შეძენას, მაშინ ხელმძღვანელობამ შესაძლოა ყურადღება მიაქციოს ფიორენტინას ფეხბურთელს ნიკოლა მილენკოვიჩს, ასევე კრის სმოლინგს, რომელიც რომაში თამაშობს.

ლინდელოფის მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt შვედეთის ნაკრების ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში მცველმა წითელ ეშმაკების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, მათ შორის გოლი არ გაუტანია.   

ბოლოს დამატებული პოსტები