ინტერს ლაციოდან აჩერბის შეძენა სურს
ინტერს ლაციოდან აჩერბის შეძენა სურს.
მლანის “ინტერი” სეზონის ბოლოს მცველი ფრანჩესკო აჩერბის გამოსყიდვას აპირებს, რომლის უფლებები ჯერ კიდევ რომაულ “ლაციოს” ეკუთვნის. იტალიელი მიმდინარე სეზონში ნერაძურში იჯარით თამაშობს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერში გადაწყვეტილია სეზონის ბოლოს აჩრბი იყიდონ. ნერაძურის სამწვრთნელო შტაბი აღფრთოვანებულია ვეტერანის თამაშით.
თავად აჩერბიმ ადრე ასევე განაცხადა, რომ მზად იყო სიმონე ინძაგის გუნდში მუდმივად დარჩეს. მიმდინარე სეზონში ფრანჩესკომ იტალიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.