ინტერს იტალიის ნაკრების თავდამსხმელის დამატება სურს


ინტერს იტალიის ნაკრების თავდამსხმელის დამატება სურს.
ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ ტორინოს დატოვება გადაწყვიტა, რომლის ფერებს 2015 წლიდან იცავდა. ბომბარდირს აქვს შესაძლებლობა გააგრძელოს კარიერა სერია A-ს გამოჩენილ კლუბში.
La stampa-ს ცნობით, 28 წლის ბომბარდირის მომსახურებით ინტერესს მილანის ინტერი იჩენს. “ნერაძური” იტალიელისთვის დავაში “მონცაზე” გასწრებას აპირებს. ინტერი ბოსნიელი ედინ ჯეკოს ალტერნატივად ბელოტის კანდიდატურას განიხილავს.
გარდა ამისა, ინტერს იზიდავს ის ფაქტი, რომ ანდრეას შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს ინტერს.
გასულ სეზონში თავდამსხმელმა სერია A-ში 22 მატჩში რვა გოლი გაიტანა.