ინტერს ახალი მენეჯერი ყავს
ინტერის ყოფილი მოთამაშე რიკარდო ფერი, რომელმაც კლუბს კარიერის ცამეტი წელი მისცა, კლუბის მენეჯერი გახდა. ადრე, ჯერ კიდევ 90-იანი წლების მეორე ნახევარში, სათამაშო კარიერის დასრულებისთანავე, ფერიმ სცადა მწვრთნელობის დაწყება, მაგრამ ეს არც თუ ისე გრძელი და არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.
ამიტომ, მთავარი მწვრთნელის ამბიციები დასრულდა, მაგრამ ფერიმ გადაწყვიტა, რომ ის კლუბს სხვა რანგშიც გამოადგება – მაგალითად, მენეჯერის სტატუსში, იუწყება La Gazzetta dello Sport.
ის ითამაშებს იმ როლს, რომელიც ორიალის ჰქონდა კონტეს ეპოქაში. ის გუნდსა და საზოგადოებას შორის დამაკავშირებელი იქნება და მოთამაშეებს დამატებით მუხტს შესძენს.
რიკიარდო იყო მთავარი მოთამაშე ინტერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდის დროს როდესაც მოიგო სკუდეტო და იტალიის სუპერთასი 1989 წელს, უეფას თასი 1991 წელს და მეორეჯერ 1994 წელს.