ინტერს აქვს პრინციპული შეთანხმება სერია A-ს საუკეთესო მცველ ბრემერთან


ინტერს აქვს პრინციპული შეთანხმება სერია A-ს საუკეთესო მცველ ბრემერთან.
მილანის ინტერმა გასულ ზამთარში მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას ტორინოს მცველ გლეისონ ბრემერთან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ Twitter-ზე დაწერა.
ტურინოს მწვრთნელმა ივან იურიჩმა კი ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა ხმები, რომ ბრაზილიელი მცველი გლეისონ ბრემერი ტურინულ გუნდს ტოვებს.
იურიჩის თქმით, 25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტურინულ კლუბში ბოლო მატჩი ჩაატარა, ამიტომ ამ ზაფხულს მცველი სხვა გუნდში გადავა. შეგახსენებთ, რომ ბრემერის მომსახურებით, რომელიც სეზონის ბოლოს სერია A-ს საუკეთესო მცველად დასახელდა, დაინტერესებულია მილანის ინტერი.
მიმდინარე სეზონში გლეისონ ბრემერმა იტალიის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.